ნინო ლომჯარია ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს ხვდება. შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენთან ისაუბრებენ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას გულისხმობს და რომელიც უკვე პარლამენტს წარუდგინეს. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უზენასი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებას, რომლითაც მათ პარლამენტს გუშინ მიმართეს.

„პარლამენტში წარვადგინეთ საკანონმდებლო წინადადება. ამით პარლამენტს ვთავაზობთ იმას, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შეარჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს. ვფიქრობთ, რომ ამ საკონსულტაციო ჯგუფში უნდა იყოს სახალხო დამცველის როლი იმ თვალსაზრისით, რომ მოდელს, რომელსაც ვთავაზობთ, ითვალისწინებს ორ წევრს - სახალხო დამცველის მიერ დანიშნულ პირებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პროექტზე და იდეაზე ვისაუბრებთ. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პრობლემები და გამოწვევებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლო სისტემაში. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან არ გვქონია ასეთი შესაძლებლობა სახალხო დამცველთან", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომ პარლამენტმა არ განიხილოს მათი კანდიდატურები, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ განცხადებით გაუგებარია, აპირებენ თუ არა სიაში მყოფი მოსამართლეები სამომავლოდ კვლავ პრეტენზიის გამოთქმას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი