პროკურორი - მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი, ასევე, ვინ მიაყენა დაზიანებები ზურაბ დათუნაშვილს

მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი, ასევე უშუალოდ ვის მიერ იქნა ფიზიკური დაზიანებები მიყენებული ზურაბ დათუნაშვილისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის სასახლეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის ზედამხედველმა პროკურორმა, დავით კიკაჩეიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გეგეშიძე ამ დრომდე არ გამოკითხულა, რადგან მან საგამოძიებო ორგანოში მისვლაზე უარი განაცხადა.

„დღეს სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სახით დაიკითხნენ მარიამ კევლიშვილი და ზურაბ დათუნაშვილი 11 იანვარს, თბილისში, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მათ დეტალურად გაიხსენეს განვითარებული მოვლენები, თუ რა დაედო საფუძვლად ინციდენტს, როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები, უშუალოდ ვის მიერ იქნა ფიზიკური დაზიანებები მიყენებული ზურაბ დათუნაშვილისთვის და საბოლოოდ რა ფორმით იქნა სიტუაცია განმუხტული. ჩვენებების შინაარსთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს მოგახსენებთ.

რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს, მასთან გამომძიებელს აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, მან საგამოძიები დანაყოფში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მას ასევე ჩაბარდა შესაბამისი უწყება, კვლავ გამოუცხადებლობის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღნიშნული პირის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპამდე გეგა გეგეშიძე გამოკითხული არ არის", - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.

დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა და ასევე, თვითმხილველმა მოწმემ, ჟურნალისტმა მარიამ კევლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა