სურგუტი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრი, რომლის გამო თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა, დაკავებულია

სურგუტი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრი, რომლის გამო თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ხანტი-მანსიისკის აეროპორტში, დაკავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ხომალდის გატაცების მუხლით.

არსებული ინფორმაციით, მგზავრი ნასვამ მდგომარეობაში იყო და იმუქრებოდა, რომ მას იარაღი აქვს.

„ფრენისას ის შეეცადა პილოტების კაბინაში შეჭრილიყო და რეისის მარშრუტის შეცვლა მოითხოვა“, - აღნიშნა პეტრენკომ.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა