ილია ელოშვილი - სასამართლოს ვერ დაველოდებით, გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დავეხმარებით

ავუნაზღაურებთ ამ ხალხს იმ ზარალს, რომელიც ოფიციალურად დადგინდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა დიდი დიღომში, გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ილია ელოშვილის თქმით, გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებული მე-8 კორპუსის მცხოვრებლები თავისუფალნი არიან იმაში, რომ სასამართლოში იდავონ , თუკი, ფიქრობენ, რომ რამე დამატებითი კომპენსაცია ეკუთვნით „ყაზტრანსგაზიდან“.

„ჩვენს ვერ დაველოდებით სასამართლო პროცესებს, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. ამ ხალხს ავუნაზღაურებთ იმ ზარალს, რომელიც ოფიციალურად დადგინდება. ისინი, რა თქმა უნდა, თავისუფლები არიან იმაში, რომ იდავონ და თუკი ფიქრობენ, რომ რაღაც დამატებითი კომპენსაციები ეკუთვნით, „ყაზტრანსგაზისგან“, თუკი დანაშაული გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც სხვადასხვაა. თბილისის მერია კორპუსებში გაზის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ნადვილად არ არის. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ამ წუთში ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან და ვერ დაველოდებით გრძელვადიან სასამართლო პროცესებს. ამ ზარალს ავანაზღაურებთ. შემდგომში დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებებს და თუ რამე სამოქმედო იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებრთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სასამართლოს ვერ დაველოდებით, გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დავეხმარებით"

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს