გაერო-ში სირიის ელჩი - დადგა დრო უშიშროების საბჭომ ზომები მიიღოს, რათა ბოლო მოეღოს ისრაელის საჰაერო ძალების სირიაზე  თავდასხმებს

სირია სიმეტრიულად უპასუხებს ისრაელს თელ-ავივის აეროპორტზე დარტყმით იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის ავიაცია კვლავ განახორციელებს სირიაზე საჰაერო დარტყმებს.

ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაერო-ში სირიის ელჩმა ბაშარ ჯაფარიმ განაცხადა.

„დადგა დრო უშიშროების საბჭომ ზომები მიიღოს, რათა ბოლო მოეღოს ისრაელის საჰაერო ძალების სირიაზე რეგულარულ თავდასხმებს. თუ იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოს ყურადღება მივიპყროთ თავდაცვაზე ჩვენი კანონიერი უფლებით უნდა ვისარგებლოთ და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას თელ-ავივის აეროპორტზე დარტყმით უნდა ვუპასუხოთ?“ - განაცხადა გაერო-ში სირიის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური იუწყება, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საწყობები, დაზვერვის ობიექტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეები.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, ოთხი სირიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ექვსი კი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი