გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ მცირეწლოვან ნინო ზალინაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც გარდაცვლილის ბებია, ბაბუცა ძავრიშვილი ყვება, მცირეწლოვან ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა და ახველებდა.

„გუშინ ჩემს რძალს ბავშვმა ხმა არ გასცა. შემდეგ მე დავუძახე და არც მე მიპასუხა. შემდეგ სასწრაფოში დავრეკეთ. გუშინ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ბავშვს დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.

ამასთან, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით კი, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ვიდეო: 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე - ბებიის მტკიცებით ბავშვს მაღალი სიცხე ქონდა, მეზობლები დედის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი