სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - მეზობლები ბავშვზე ძალადობას იგონებენ, ასეთი რამ არ ხდებოდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა.

გარდაცვლილის მამინაცვალი მისი ოჯახის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მეზობლებს, კერძოდ კი, მისი სახლის გვერდით მდებარე სტამბას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტამბას მისი საცხოვრებელი ფართის მითვისება უნდათ, ბავშვზე ძალადობა კი სწორედ აქედან გამომდინარე მოიგონეს.

„სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა“, - განაცხადა არკადი ძავრიშვილმა.

აღნიშნულ უარყოფს სტამბის დირექტორი, ძავრიშვილების ოჯახის მეზობელი ირაკლი დოლიძე.

მისი თქმით, ხშირად მოუსმენია ამ ოჯახიდან ყვირილის და ძალადობის ხმა.

„ნაცემი ბავშვები ხშირად მინახავს, თუმცა უშუალოდ ცემის ფაქტი არა. როდესაც იყო ყვირილი და ჩხუბი, ჩვენ არაერთხელ გვყავს სოციალური აგენტები და პატრული გამოძახებული.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჩვენ გვაქვს მაგ ფართის ინტერესი, არ შეესაბამება სიმართლეს. მათ დავა არა ჩემთან, არამედ მერიასთან აქვთ. ესენი უკანონოდ იყვნენ დასახლებული, მერია და ზედამხედველობის სამსახური მათ გასახლებას ცდილობს. მაგათ კი გონიათ, რომ ეს ჩვენი ინტერესია“, - განაცხადა ირაკლი დოლიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ვიდეო: "წყალს რომ დაინახავდა, შოკში ვარდებოდა" - რას ჰყვება გარდაცვლილ 4 წლის ბავშვზე მამინაცვალი, რომლის ცოლიც შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს