მამუკა ბახტაძე კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელ დირექტორს, ანანდ რაოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბრისას იმსჯელეს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პოტენციალსა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს როლზე აღნიშნულ სფეროში.

„ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ელემენტების, მათ შორის დარგობრივი პოლიტიკისა და კადრების გადამზადების განვითარებას და კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ უნდა განიმტკიცოს პოზიციები საქართველომ ამ მიმართულებით.

კორპორაცია PwC-ი მსოფლიოს 158 ქვეყანაში საქმიანობს და 250 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება