ძიძა, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღში სადეზინფექციო  სამუშაოებს ატარებდა, აცხადებს, რომ ბავშვმა ხსნარიანი ჭურჭელი აიღო, თუმცა არ იცის, დალია თუ არა

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღის ძიძა იამზე გაბაიძე აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ის უკვე გამოკითხა და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს საბავშვო ბაღის ძიძამ განუცხადა, ზუსტად არ იცის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია თუ არა.

„დილით საბავშვო ბაღში მოვედი და ჩვეულებრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებდი. სადენზინფექციო სამუშაოები თითქმის დასრულებული მქონდა, სამზარეულოში ბავშვი შემოვიდა წყალი მთხოვა. გამოყენებული ხსნარის ჭურჭელი გვერდით დავდე და ჭიქაში წყლის შევსება დავიწყე, ამ დროს ბავშვმა ხსნარიანი ჭურჭელი აიღო და არ ვიცი დალია თუ არა. ეს ვერ დავინახე. იმ წამსვე ბავშვი ავიყვანე და საბავშვო ბაღის ექთანთან მივიყვანე. ჭურჭელში ხსნარი ბევრი არ იყო. წყალში გაზავებული იყო. ფაქტით ძალიან შევშინდით და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. რა თქმა უნდა, ვიცი, ხსნარის შენახვის პირობები. ჩვეულებრივად დალუქულ ჭურჭელში ინახება. ვირუსებთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები წინა დღითაც ჩავატარე, რადგან ვირუსები თავიდან აგვეცილებინა. ფაქტზე ბაღის ადმინისტრაციამ მოკვლევა დაიწყო და მე უკვე დამკითხეს",- განაცხადა იამზე გაბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ბაღში სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, უწყებაში შეტყობინება საბავშვო ბაღიდან არ შესულა, თუმცა სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში უწყება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა