სემეკსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ.

„მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით.

ხელმოწერის ღონისძიებაზე მაია მელიქიძემ ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმ პირებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან საქართველოში საქმიანობითა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმების შესახებ პროფესიულ წრეებში, ბიზნესსა და ზოგადად, მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებით.

საქართველოში უცხოელი დონორების დახმარებით მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში რეფორმების მხარდაჭერის აქტივობები. რეფორმა გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით, ევროკავშირის დირექტივებითა და საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“, - ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი