დავით ზალკალიანი - ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი

ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მკაფიოდ წარმოჩენილი და ვფიქრობ, რომ წლევანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმი ამ მხრივ მაქსიმალურად გამოვიყენეთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვეიცარიაში, დავოსში განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა წლევანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმი შეაჯამა. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ფორუმის ფარგლებში არაერთ ღონისძიებაზე მკაფიოდ წარმოჩინდა. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია.

„ფორუმზე წარმოჩენილი იყო ის ეკონომიკური პრიორიტეტები და უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალიან სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ სატრანზიტო ქვეყნებზე გამავალი მარშრუტები იყოს აღიარებული და ამ კონკურენციაში, ვფიქრობ, რომ საქართველო თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს და ჩვენ ამ კონტექსტში ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისთვის, მიმართულია უსაფრთხოებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის რისკები და გამოწვევები, რომელიც საქართველოს გააჩნია, რათა ვუზრუნველყოთ სტაბილურობა, რადგან სტაბილურობა არის გარანტია ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური აღმავლობის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა