საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს შეხვდნენ

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრი და პარტნიორი კომპანიები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან აცნობეს, გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და ბიზნესომბუდსმენი ესწრებოდა, გაჟღერდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაგეგმილი ის სიახლეები, რომელთა გათვალისწინებაც კომპანიებს მოუწევთ, რომლებიც ბიზნეს პროექტების წარდგენას გეგმავენ.

ასევე, მეწარმეებს წარედგინათ ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ამასთან, შეხვედრაზე ბიზნეს სექტორმა ჩაიბარა ანგარიში სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და მიღებული შედეგების შესახებ სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიისა, კინოწარმოებისა და მიკრო წარმოების სფეროებში.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემატურად ჰქონდეთ კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან, რათა გაეცნონ მათ მიერ დაგეგმილ სიახლეებს. მსგავსი ტიპის შეხვედრებზე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან და ისაუბრონ ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე, რომელიც პროგრამების ეფექტურად გახორციელებას ეხება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის საგრანტო რესურსი, რომელსაც მსგავსი ტიპის პროგრამები ითვალისწინებს“, - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დისკუსიას დაეთმო, რომლის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ კომპეტენტურ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა