საქალაქო სასამართლო ლელა ქსოვრელის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ლელა ქსოვრელის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ“

„2019 წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ლ.ქ. ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ბრალდებულს ბრალად ედება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 06 იანვარს ბრალდებულის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და კომუნიკაცია. 2019 წლის 8-დან 22 იანვრამდე ლ. ქ. იმყოფებოდა ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა არ გაითვალისწინა სამართალდამცველი ორგანოს -პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, გამოძიების მიმდინარეობა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესის გათვალისწინებით გამოკითხულ და გამოსაკითხ პირებზე ზემოქმედება-დარიგების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხის აღკვეთის მიზნით სასამართლომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა