განათლების სამინისტრო - ელექტრონული პროგრამა შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის, მანდატურისა და უწყების წარმომადგენლების ჩართულობას სასკოლო პროცესში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ პროგრამა შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების უწყების წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. ამის შესახებ განათლების სამინისტროში მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის, მისი მოადგილის, ნათია ზედგინიძისა და მანდატურის სამსახურის გელა გელაძის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტ „უსაფრთხო სკოლის” პროექტს ეხება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს, მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. მათივე განცხადებით, დღეს, საქართველოს მასშტაბით 8 ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს: თბილისში - 2, რუსთავში, თელავში, გორში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა