დიმიტრი ხუნდაძე - ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭირა მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს

მხარი დაუჭირა ბატონმა ბიძინამ მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება იყო, რომელიც არა ემოციური, არამედ შინაარსობრივად გამართული და სამართლებრივად მოწოდებული იყო.

„მხარი დაუჭირა ბატონმა ბიძინამ მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს, ერთი მიზეზის გამო - პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ წარმოდგენილი სია პარლამენტში ვერ გავა. მისი უკან დაბრუნების პროცედურა არ არსებობს, იურიდიულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაურღვევია კანონი, მაგრამ შევიმუშავებთ იმგვარ კანონს, რომელსაც უკუქმედების ძალა ექნება. ბატონ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება იყო შინაარსობრივად გამართული და სამართლებრივად მოწოდებული და არა ემოციური, რომ აი ახლა ავიღოთ და ეს 10-კაციანი სია დავკეცოთ, ჩავდოთ კონვერტში და გავაგზავნოთ სწრაფი წესით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა