შსს ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების გამო, 27 იანვარს, 09:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ 27 იანვარს, 09:00 საათიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნის, თამარ მეფის ხიდის გავლით. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს