დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოინახულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FIRUR2019 მოინახულა, სადაც საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოფენაში მონაწილე ტურისტულ კომპანიებთან და მუნიციპალიტეტებთან საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში და ტურიზმის წამყვან როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

მინისტრის განცხადებით, გასულ წელს საქართველომ უმასპინძლა რეკორდული მაჩვენებლის ვიზიტორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც უმნიშვნელოვანესია და საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო ზრდის ამის შესაძლებლობას.

„მოგეხსენებათ რომ ტურიზმის არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი ეკონომიკის, გასული წელი ამ თვალსაზრისით იყო წარმატებული. ჩვენ გვყავდა რეკორდული მაჩვენებელი საერთაშორისო ვიზიტორების. მსგავსი ფორუმები უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული. მნიშვნელოვანია რომ ვიძენთ ახალ პარტნიორებს, მეგობრებს, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა. მასზე წარმოდგენილია მსოფლიოს 169 ქვეყანა, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია 11 მონაწილე, მათგან 9 ტურისტული კომპანია და 2 მუნიციპალიტეტი, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში. საქართველოს პავილიონი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი“,- განაცხადა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა