ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოებს შევთავაზეთ მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოაცხადეს - ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის

შევთავაზეთ არასამთავრობოებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოაცხადეს. ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი სრულიად გახსნილია და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. „რაც შეეხება საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია. მზად ვართ კონსულტაციებისთვის. შევთავაზეთ არასამთავრობოებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას. ჩვენ ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, თუ ვინმეს სურს დამატებით წვლილი შეიტანოს ამ შეხვედრის მუშაობაში, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. პროცესი არის გახსნილი, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ასეთი გახსნილი პროცესის საფუძველზე შემუშავდება კანონპროექტი“,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა