იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძეა, გასაუბრებას გაივლის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს გაივლის. საბჭოს წევრები დღეს ოთხ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

გასაუბრების წარმატების დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება. მას განაცხადი ორ ვაკანტურ ადგილზე - თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში აქვს შეტანილი. გასაუბრების პროცესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის მიზნით კონკურსი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი მოსამართლეობის 80 მსურველ კანდიდატს აქვს შეტანილი. აქედან 21 ყოფილი მოსამართლეა (17 მოსამართლე 10-წლიანი გამოცდილების მქონე), 1 უზენასი სასამართლოს მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლეა, 10 იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 17 კი სამწლიანი გამოცდილების მქონე კონკურსანტია.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძეა, გასაუბრებას გაივლის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა