ჯონ ბოლტონი - ვენესუელაში ამერიკელი დიპლომატების და ხუან გუაიდოს დაშინებას სათანადო საპასუხო ზომები მოყვება

ვენესუელაში ამერიკელი დიპლომატებისა და დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს დაშინებას და მათთან მიმართებაში ძალადობას სათანადო საპასუხო ზომები მოყვება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

„ამერიკელ დიპლომატებთან, ვენესუელას დემოკრატიულ ლიდერთან ხუან გუაიდოსთან ან პარლამენტის წევრებთან მიმართებაში ნებისმიერი ძალადობა და დაშინება კანონის უზენაესობაზე უხეშ ხელყოფას წარმოადგენს და სათანადო საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწეს არ დაუკონკრეტებია თუ რა ზომებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა: აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა და საქართველომ.

ნიკოლას მადუროს რეჟიმმა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა არ სცნო კარაკასის აღნიშნული გადაწყვეტილება და განაგრძო თავისი საელჩოს ფუნქციონირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა