NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია

ამერიკის ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევაში ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობისა და პოლიციისადმი ნდობის მიმართ მოსახლეობაში არსებულ განწყობებსაც აქვეყნებს.

„პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია. მოსახლეობის 67% კარგად ან ძალიან კარგად აფასებს პოლიციის საქმიანობას და დაახლოებით 20% აფასებს ცუდად. პოლიციის საქმიანობის შეფასება, სხვებთან შედარებით, ოდნავ ნაკლებია თბილისში, თუმცა აქაც, მოსახლეობის დიდი უმეტესობა -62 % ამბობს, რომ კარგად აფასებს პოლიციას. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები და განსხვავებები არ არის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და სქესს შორის“, - აცხადებს NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ლორა თორნტონის თქმით, NDI- ასევე დაინტერესდა, იმ ადამიანების პასუხებით, ვისაც რაიმე ტიპის შეხება ქონია პოლიციასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ეს რიცხვი მცირეა და 5 % -ს შეადგენს, მათი უმეტესობა პოლიციის მხრიდან მათ საქმეზე რეაგირებით კმაყოფილია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა