გიორგი ქობულია კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ პანელებში მიიღებს მონაწილეობას

29 იანვარს, „ტექნოპარკში" კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიხსნება, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით იმართება.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მუშაობაში. კერძოდ, გიორგი ქობულია კონფერენციაზე სამი პანელის სპიკერი იქნება.

„კონფერენციაზე საუბარი წარიმართება საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და პროექტების შესახებ, შედგება ქვეყნის განვითარების ამოცანებისა და პერსპექტივების შესახებ მსჯელობა რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 29 იანვარს მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები“, მასთან ერთად პანელის სპიკერები იქნებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში”, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 30 იანვარს გიორგი ქობულია ტურიზმისა და მეწარმეობის თემაზე გამართული პანელების სპიკერი იქნება და კონფერენციის მონაწილე საზოგადოებას გააცნობს საკუთარ ხედვას და მოსაზრებებს. ამასთან, შედგება დისკუსია პანელის დამსწრეებთან, მინისტრი მათ შეკითხვებს უპასუხებს.

„30 იანვარს ასევე გაიმართება პანელი თემაზე „მწვანე ეკონომიკა – ეკონომიკური განვითარების მოდელი საქართველოსთვის. რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ეკოლოგიური ეკონომიკის შესაქმნელად?“, პანელის სპიკერი იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.

კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ მონაწილეობას იღებენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციაზე რვა პანელი სხვადასხვა თემაზე ჩატარდება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა