დავით ჭიჭინაძე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულზე -  ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა და არ შეიძლება ამის გატარება

ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა და არ შეიძლება ამის გატარება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველები, რომლებსაც ის შეხვდა, საკითხზე აქტიურად მუშაობენ. დეპუტატმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც დღეს გამომძიებლებმა მისი რძალიც დაკითხეს.

„კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებსაც მე შევხვდი, საკმაოდ მობილურად და აქტიურად მუშაობდნენ. პირველად ჩემმა რძალმა ნახა ჩანაწერი ჩვენი ოჯახის წევრებიდან და მერე გადმომიგზავნეს. რომ მითხრეს, ხელფეხი გამიჩერდა, მოულოდნელი იყო და ამიტომ იყო პირველი განცხადება სპონტანური. 12:00 საათზე გვეწყებოდა კომიტეტი და 10:30 სათზე მოვიდა ვიდეო და ვერ გავიაზრე. რომან კაკულიას, კომიტეტის თავმჯდომარეს ვუთხარი, ისიც აღშფოთდა. ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა და არ შეიძლება ამის გატარება“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მისი რძალი შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დაკითხეს. საქმე ეხება დეპუტატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რის ფარგლებშიც დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

იხილეთ ვიდეო: "ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ჩვენი პრობლემაა და არ შეიძლება ამის გატარება"

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი