ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 279 კი დაკარგულად ითვლება

ბრაზილიაში, კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 279 ადამიანი ითვლება. ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 60 დაღუპულზე და 292 უგზო-უკვლოდ დაკარგულზე.

31 დაღუპული ადამიანის ვინაობა უკვე დადგენილია.

მინას-ჟერაის შტატში კაშხლის გარღვევა გასულ პარასკევს დაფიქსირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა