პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი“ გაფიცულია

საქართველოს პროფესიული კავშირების განცხადებით, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი'' გაფიცულია.

მათივე თქმით, გაფიცულ თანამშრომლებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდებიან.

„დასაქმებულები აცხადებენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი აღარც ელექტროენერგია და გაზი აქვთ, არიან გათბობისა და წყლის გარეშე, რის გამოც პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან.

ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, რომლებიც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული. კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველ კვარტალში მდებარეობს. დასაქმებულებთან შესახვედრად პროფკავშირების წარმომადგენლები მიდიან“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა