ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან „სპეკულაციური მესიჯი" ვრცელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა ნაწილისა და უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის შეხვედრასთან და სასამართლო სისტემაში კლანის არსებობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან „სპეკულაციური მესიჯი" ვრცელდება.

როგორც კობახიძემ ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ მესიჯს სიმართლესთან კავშირი არ აქვს.

„ეს არის სპეკულაციური მესიჯი, რომელიც ვრცელდება ოპონენტების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან. ამას სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება კერძო შეხვედრას, თვითონ ამ შეხვედრის მონაწილეები გასცემენ პასუხს",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ტაბულამ“ ფოტო გაავრცელა, სადაც რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის და მოსამართლეების შეხვედრაა ასახული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა