„ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან „სამოქალაქო მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან „სამოქალაქო მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, ისინი კომპანიის გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის გადადგომას ითხოვენ.

„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, რომელიც იმავდროული მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია, ამ თანამდებობიდან უნდა წავიდეს. კომპანია, რომლის ცუდი მენეჯმენტის გამო ადამიანები იღუპებიან და დანარჩენი ქალაქი არის პანიკაში, მის ხელმძღვანელს უბრალოდ ნამუსი უნდა ეყოს და წავიდეს. მე მას საერთოდ არ ვიცნობ, თვალით არ მყავს ნანახი, მაგრამ პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეს. ასევე უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო. ვინმემ იცის, ფონიჭალისა და დიღმის ტრაგედიების შემდეგ რა ზომებია გატარებული? საბჭოში უნდა შევიდნენ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანები, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რას აკეთებს ეს კომპანია. ისინი მაგიდებს და თეფშებს ხომ არ აწარმოებენ? მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეა მათზე დამოკიდებული. თვითონ უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ისე ნუ იზამენ, რომ კუდით ქვა ვასროლინოთ”, - განაცხადა ელისაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს