სერგეი ლავროვი - ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს

ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის ღია კურსი აიღეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გვაშფოთებს ის, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები ვენესუელასთან მიმართებაში აკეთებენ. ისინი უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ფაქტობრივად, ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ხელმძღვანელობა ვაშინგტონიდან იღებს მითითებებს, რომ დათმობაზე არ წავიდნენ.

„ჩვენი მონაცემებით, ამ ოპოზიციური მოძრაობის ხელმძღვანელები, რომლებმაც ორხელისუფლიანობა გამოაცხადეს, მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ“, - დასძინა ლავროვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა