ზვიად კვაჭანტირაძე - სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესება, ჭუჭრუტანაში ჭვრიტინი, არასრულფასოვანი ადამიანების ავადმყოფური თვისებაა

სასწრაფოდ უნდა მოხდეს კონკრეტული დამნაშავის დადგენა და მისი პასუხისგებაში მიცემა - თუ ასე არ მოხდა, აი მაშინ მართლა გაფრთხილდით! - აღნიშნულ განცხადებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.

კვაჭანტირაძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესება და ჭუჭრუტანაში ჭვრიტინი იმ არასრულფასოვანი ადამიანების ავადმყოფური თვისებაა, ვინც საკუთარ ინტიმურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, სხვისი შურთ და ბოღმისგან სკდებიან.

„არ ვიცი, ვინაა ამ ბოროტების ჩამდენი, მაგრამ სრულიად ვუერთდები კატეგორიულ მოთხოვნას გამოძიების სასწრაფოდ ჩატარების და კონკრეტული დამნაშავის დადგენის თაობაზე. ამ ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ სამუდამოდ უნდა აიკრძალოს და გახდეს შეუძლებელი. ასე რომ, სასწრაფოდ კონკრეტული დამნაშავის დადგენა და მისი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს. თუ ასე არ მოხდება, აი მაშინ მართლა გაფრთხილდით! პირადი ცხოვრების ფარული გადაღება, გავრცელება, შანტაჟი დანაშაულია, ყველამ ვიცით, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებაც, ჭუჭრუტანაში ჭვრიტინი, არასრულფასოვანი ადამიანების ავადმყოფური თვისებაა, იმ ადამიანების, ვინც საკუთარ ინტიმურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან და ამიტომ სხვისი შურთ და ბოღმისგან სკდებიან.

მოკლედ, ჯერ გამოძიების შედეგები სასწრაფოდ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!“ - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა