ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალები მალე ჩვენს მხარეს გადმოვლენ

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ. ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი - შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის ოჯახების სარჩენად. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. სამხედროებს შორის გვაქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისინი ჩვენ მხარეს გადმოვლენ“, - განაცხადა ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს ხელისუფლება კანონსაწინააღმდეგოა და მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა