NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) გამოკითხული მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე, საერთო ჯამში, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა თქვენთვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროთ? გამოკითხული მოსახლეობის 59 პროცენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 33 პროცენტის აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24 პროცენტის აზრით უმნიშვნელოა.

კითხვაზე, არის თუ არა ქვეყაში დემოკრატია? გამოკითხული მოსახლეობის 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის დემოკრატია, ხოლო 46 პროცენტის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხული მოსახლეობის 11-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა ორგანიზაციამ 6-20 დეკემბერს ჩაატარა, გამოკითხა 2200-ზე მეტი პირი. ცდომილების ზღვარი 2.1 პროცენტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა