მაია ცქიტიშვილი - აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა წელს იქნება მზად

აბასთუმანში, მას შემდეგ, რაც მის რამდენიმე დასახლებაში გენგეგმით განსაზღვრულ არეალებში იქნება შესაძლებელი უფრო დიდი ზომის განაშენიანება, დაახლოებით 5000-6000 სასტუმრო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თბილისის ტექნოპარკში კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშავდება აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც იქნება მზად წელს.

„რას ვაკეთებთ ჩვენ ინფრასტრუქტურის სახით, რომ ბიზნესის შემოსვლასაც შევუწყოთ აბასთუმანში ხელი? პირველ რიგში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხდება 40-ზე მეტი ისტორიული სახლის აღდგენა, ფასადების რეაბილიტაციას ვაკეთებთ, თუმცა ისევ და ისევ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ სახლებში ცხოვრობენ, აქვთ შესაძლებლობა, მცირე ბიზნესი განავითარონ და უფრო მსხვილ ბიზნესს შეუძლია, გამოისყიდონ სახლები, შესთავაზონ პირობები და რა თქმა უნდა, ააშენონ ახალი სასტუმროები უკვე გენგეგმის შესაბამისად. მუნიციპალური განვითარების ფონდის სახით გვაქვს სახლების რეაბილიტაციის პროექტი, სრული აღდგენა ხორციელდება ჩვენი ისტორიული ობსერვატორიის, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა, მათ შორის კაფე, ხდება ტელესკოპის აღდგენაც და საბაგიროს აღდგენაც, რომელიც აბასთუმნიდან ადის ობსერვატორიამდე. ამას გარდა, მთლიანად კურორტზე წესრიგდება საინჟინრო კომუნიკაციები”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა