"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოკითხულთა 42% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 32% - ცუდად

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 42% პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობას, 42 % პასუხობს, რომ კარგად აფასებს, ხოლო 32% აცხადებს, რომ ცუდად.

თბილისის მასშტაბით გამოკითხვისას, ანალოგიურ კითხვაზე პასუხისას, გამოითხულთა 39% ირაკლი კობახიძის მუშაობას ცუდად აფასებს, ხოლო 36% კარგად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა