ალეკო ელისაშვილი - კობახიძეს რომ  ნდობა ჰქონია, ამან ცოტა დამაბნია, თორემ NDI-ს კვლევა არის სარკე, სადაც უნდა ვიხედებოდეთ და სარკეს არ უნდა ვუბრაზდებოდეთ, თუ სიმპათიურად არ გამოვიყურებით

კობახიძეს რომ ცოტა ნდობა ჰქონია, ამან ცოტა დამაბნია, თორემ NDI-ს კვლევა არის სარკე, სადაც უნდა ვიხედებოდეთ ხოლმე და სადაც ჩანს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა NDI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„NDI-ს კვლევა ვიღაცას მოსწონს თუ არა, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ეს კვლევა არის სარკე, სადაც ვხედავთ იმას, რაც ჩვენ თავს ხდება. სარკეს კი არ უნდა ვუბრაზდებოდეთ, თუ მთლად სიმპათიურად არ გამოვიყურებით იმ სარკეში, არამედ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ერთადერთი, რაც გამიკვირდა, კობახიძეს რომ ცოტა ნდობა ჰქონია - ამან ცოტა დამაბნია, თორემ ეს არის სარკე, სადაც უნდა ვიხედებოდეთ ხოლმე და სადაც ჩანს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც თავზე გვემხობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 42% პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობას, 42 % პასუხობს, რომ კარგად აფასებს, ხოლო 32% აცხადებს, რომ ცუდად.

თბილისის მასშტაბით გამოკითხვისას, ანალოგიურ კითხვაზე პასუხისას, გამოიკთხულთა 39% ირაკლი კობახიძის მუშაობას ცუდად აფასებს, ხოლო 36% კარგად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა