ირაკლი აბუსერიძე - ექიმებს ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეთ, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ სამედიცინო მომსახურება

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის მერვე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი გაფიცულ თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაციას პირადად მიაწვდის.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მქონდა. მათი ინფორმაციით, ეს საკითხი პრობლემას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საქმეში კვლავ ფიგურირებს სამინისტროს სახელი და გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ანაზღაურება არასრულად ხდება, რაც თანამშრომლების ხელფასებზე აისახება. სწორედ ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს შევხვდები, რომელთანაც კლინიკას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

დაუშვებელია კლინიკაში ყოველგვარი გაფიცვა და არეულობა. საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და ამ პროცესებმა არ უნდა დააზარალოს ადგილობრივი მოსახლეობა, მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში, როდესაც კლინიკებში მიმართვიანობა მზარდია. აუცილებელია, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ მედიკოსებმა ადეკვატურ გარემოში, შესაბამისი ანაზღაურებით გააგრძელონ მუშაობა და მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა