კახა კალაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას შეეხო.

მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა ჰენრიკ ჰოლოლეის ყველა ის ძირითადი მიმართულება გააცნო, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს. ასევე, ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო პოლიტიკასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაოს შესრულების დროს, მერია პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ და ისინი აბსოლუტურად რეალისტურია. მივაღწიეთ იმას, რომ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს. თბილისის მერია ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკაა. ვცდილობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. 2019 წლის ბოლოს, ძველ ავტოპარკს ახალი, თანამედროვე ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლებთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს მოდერნიზებაზე, ვამატებთ ახალ შემადგენლობებს, რათა მოცდის დრო შევამციროთ. დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ყველა სამუშაოს დროს ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. სატრანსპორტო მიმართულებით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევებს ვეყრდნობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავის მხრივ, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს და დედაქალაქის მთავრობის ენთუზიაზმი - ქალაქი უფრო მიმზიდველი გახადოს, მისასალმებელია.

მათივე განცხადებით, ჰენრიკ ჰოლოლეიმ ასევე, კმაყოფილება გამოთქვა თბილისში ავტობუსების სრული ჩანაცვლების გამო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა