ჯერი კონოლი - საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში

საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის განვითარების თაობაზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ასევე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ, და აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში თუნდაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა სომხეთი, და რომელსაც უნდა წინსვლა და დემოკრატიული განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, აქ მიმდინარე მოვლენებზე, და გამოვხატეთ იმედი, რომ house democracy პროექტი, რომელიც არის კონგრესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს საპარლამენტო რესპუბლიკებთან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რომლებსაც სურთ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ ვეწვევით საქართველოს გაზაფხულზე.

თუკი ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დემოკრატია შეიძლება მყიფეც იყოს და ასევე მტკიცეც, და თუკი არ არსებობს ფუნდამენტალური მზაობა და ნება დემოკრატიისკენ სწრაფვისა, დემოკრატია გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ესე არ მოხდეს საქართველოში. მე მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში კარგად ესმით. მათ ესმით და პატივს სცემენ ოპოზიციას, და პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს რადგან ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედებია - პატივი ვცეთ შედეგებს მაშინაც კი, თუკი ჩვენ ეს არ მოგვწონს.

მე ხელახლა წარვადგინე კანონპროექტი, რომ გამომეხატა კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ქართველი ხალხისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი. და იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი გავა ახალ კონგრესში, - განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობას ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა