ხელვაჩაურის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საფრთხის შემცველია

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს. ადგილობრივების განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საფრთხის შემცველია. ისინი ხელისუფლებას და ავტობანის მშენებელ კომპანიას მოუწოდებენ, გასცეს კომპენსაცია ან ოპიზრების ქუჩიდან მათი გასახლება მოხდეს.

"ავტობანის მშენებლობის გამო ჩვენს ქუჩაზე ყოველდღიურად მძიმე ტექნიკა მოძრაობს. მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ საცხოვრებელი სახლები დაგვიზიანა. ბზარები გაჩნდა და ყოველ წუთს შეიძლება სახლები ჩამოინგრეს. მოვითხოვთ, ტერიტორიიდან გასახლებას ან კომპენსაცია მოგვცენ. მშენებელ კომპანიას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემა, ამიტომ მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება