კონგრესმენი ადამ კინზინგერი - "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" საქართველოს მხარდაჭერის კუთხით გაყოფილი არ ვართ

ჩვენ, "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" არ ვართ გაყოფილი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, მსოფლიოში რუსეთის როლის აღქმის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა განუცხადა.

განცხადება კონგრესმენმა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ თქვენთან ვართ. შეიძლება როდესაც ახალ ამბებს უყურებთ, პოლიტიკური კუთხით შეერთებულ შტატებში ბევრ დაპირისპირებას ხედავთ. თუმცა ჩვენ, "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები", არ ვართ გაყოფილნი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, მსოფლიოში რუსეთის როლის აღქმის თვალსაზრისით, რაც დადებითი როლი ნამდვილად არ არის. საქართველოს აქ ჰყავს მეგობრები "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა