თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში “ღორის გრიპის“ ვირუსით გამოწვეული გართულებებით მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, უწყებას ინფორმაცია “ღორის გრიპით“ გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ, რაც ლაბორატორიულად უნდა იყოს დადასტურებული, ამ ეტაპზე არ აქვს.

ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 20 ადამიანია გარდაცვლილი.

იხილეთ ვიდეო: თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა