საქართველო გამოფენაში - Sirha მონაწილეობს

საფრანგეთში, ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში - Sirha პირველად მონაწილეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

გამოფენაში საქართველოს ჩართვის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი" და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტო „გასტრონავტი”.

გამოფენა, რომელმაც 6 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ქალაქ ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ გახსნეს.

გამოფენაზე, საქართველო 11-მა ახალგაზრდა მზარეულმა შეფმზარეულის ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა და გამოფენის სტუმრებს ქართული კერძები და ავთენტური ინგრედიენტები გააცნო.

გამოფენაზე ქართული კერძები ღია სამზარეულოში მზადდება და ვიზიტორებს საშუალება აქვთ მომზადების პროცესს დაესწრონ და დააგემოვნონ ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა: ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ხარჩო, ელარჯი და ა.შ. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი ღვინის დეგუსტაციისთვისაც.

ქართულ სტენდზე კერძები Bocuse d’Or -ის პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ დააგემოვნა. ქართულ სტენდს სტუმრობდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეული, ფრანსუა ბაკრიც. იგი ქართველ მზარეულებს შეხვდა და მათ გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

გამოფენის პარალელურად იმართება მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი „Bocuse d’Or 2019”. გამოფენისა და ჩემპიონატის ორგანიზატორი ერთი გუნდია; მათთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო გახდება „ბოკუზ დორის” გასტრონომიული ოჯახის წევრი და ქართული დელეგაცია ეცდება, საქართველო მოხვდეს 2021 წლის მსოფლიოს და ევროპის კულინარიულ ჩემპიონატზე.

„Sirha 2019” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ქართული სამზარეულო, ქართული კულტურის უნიკალურობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა