დავით სერგეენკო - გრიპის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, ეს შემცირება არ აისახება დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს

გრიპით ავადობის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, ეს შემცირება, სამწუხაროდ ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თბილისში 30 წლის მამაკაცის გარდაცვალება გრიპის ვირუსმა გამოიწვია თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერ ლაბორატორიული დადასტურება არ გვაქვს. რაც შეეხება ზოგადად გრიპით ავადობას, საბედნიეროდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება. თუმცა, ეს შემცირება, სამწუხაროდ, ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენ დღესაც გვექნება სტაციონარებში შეფასება და საღამოს ზუსტად გვეცოდინება მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა