გრიპის დაავადებით სტაციონარებში 500-მდე ადამიანია მოთავსებული - ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვი მკურნალობს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით საქართველოს მასშტაბით, სტაციონარში 500-მდე ადამიანია მოთავსებული. მათ შორის, H1N1-ის ვირუსით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვია მოთავსებული.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო პერიოდში, სტაციონარებში გრიპის ვირუსის მქონე პაციენტთა რაოდენობა მცირდება. რაც შეეხება დაავადების გავრცელების მაჩვენებელს, უწყების მონაცემებით, ამ დროისთვის გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 249-ს შეადგენს, წინა კვირის მონაცემებით კი ავადობის მაჩვენებელი 251–ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-ს შეადგენს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე