ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა,  კახა კალაძე მივა

ქეთევან წამებულის გამზირზე თბილისის მერი კახა კალაძე მივა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა