„ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დღეს, კიდევ ერთი უმძიმესი დღეა. ტექნიკური გაუმართაობის გამო ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგ ფაქტს ჩვენი შვიდი თანამოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება