კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გაზის დეტექტორები შემოიღონ, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ

აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რეგულაციები გასამკაცრებელია. რაც შეეხება გამათბობლების დამონტაჟებას, შესაძლოა, ეს სერტიფიცირებულმა კომპანიებმა განახორციელონ.

„რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მერიასაც შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რათა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ამ მიმართულებით გადასახადები. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც შეიძენს თვითონ აბონენტი,“ - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მას ახლა გაუჭირდება ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„გვეუბნებიან, რომ CO-ს გაჟონვით დაიღუპა 7 ადამიანი. კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა რა თქმა უნდა.

მე გამიჭირდება ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, ზოგადად პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, როგორ აპირებენ რეგულაციების გამკაცრებას იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის დაუდევრობით ხდება და არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მხცოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობები. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მით უმეტეს კუსტარულად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება