ბექა დავითულიანი - ალეკო ელისაშვილი ძალიან ცუდად მოიქცა, მსგავსი გარჩევების დრო და ადგილი აქ არ იყო

ძალიან ცუდად მოიქცა ალეკო ელისაშვილი, მსგავსი გარჩევების დრო და ადგილი აქ არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

ის თბილისის მერს კახა კალაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოხდა.

„წყლის გამათბობელი დალუქული იყო, რომელმაც სავარაუდოდ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა. პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს სხვა უწყება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, აგრეგატი დალუქული იყო და თვითნებურად მოხდა მიერთება, რამაც გამოიწვია ეს შემთხვევა",- განაცხადა დავითულიანმა.

რამდენიმე წუთის წინ ალეკო ელისაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის კამათი იყო. „კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელისაშვილმა 7 ადამიანის გარდაცვალებაში „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ და თავად კალაძე დაადანაშაულა, რამაც თბილისის მერის გაღიზიანება გამოიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება