ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ქეთევან წამებულის გამზირზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. მანამდე კი იმ ბინაში, სადაც 7 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კლიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

მეზობლების ინფორმაციით, შვიდივე ადამიანი ერთ ბინაში ცხოვრობდა და ისინი თბილისში რაიონიდან იყვნენ ჩამოსულები. მათივე თქმით, ისინი გორიდან და თერჯოლიდან იყვნენ. ორი გარდაცვლილი მამა-შვილია, ორი ძმა, დანარჩენი 3 კი სხვადასხვა ოჯახის წევრია.

არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში, სავარაუდოდ, მხუთავი აირით 7 ადმიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციიით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობ-პროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება