ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე - არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს, ვიდრე ცოცხალი ვარ

არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს, ვიდრე მე ცოცხალი ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, რითაც ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, ვინც მასთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია.

„პირველ რიგში, გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. ეტყობა, თქვენ მე კარგად არ მიცნობთ, იმიტომ რომ ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ჭაობზე უფრო დაბლა არიან. მე ეს ყველაფერი შინაგანად უფრო მამყარებს, მაძლიერებს და განმაწყობს იმისთვის, რომ ეს უბედურება (ეს მართლაც უბედურებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მეთოდებს მიმართავს) დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი მორალური ტერორისგან დასაცავად საჭიროა, რომ მე და იმ ადამიანებმა, ვინც იწვნია ეს ყველაფერი, დავეხმაროთ სხვებს და ავარიდოთ მათ მსგავსი რამ ნებისმიერ სიტუაციაში. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალს, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი გამოცდაა. ჩემთვის ეს არის ის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მე მხდის კიდევ უფრო შეუვალს. მე ამას ველოდი, ამისთვის მზად ვიყავი და მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, კიდევ ერთხელ ვეტყვი - არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს ან პოზიციას შემაცვლევინებს, ვიდრე მე ცოცხალი ვარ. ეს იცის ყველამ, ვინც მე გამომცადა იმ რეჟიმის დროს, როდესაც უფრო მძიმე განსაცდელები გავიარე. ვერ შეძლო მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა ჩემი გაჩერება. ამიტომ ვინც გადაწყვიტა, ასეთი ფორმით ჩემთან ანგარიშსწორება, უკვე დამარცხებულია. ეს რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ სხვების მიმართ, ამასი მე ძალიან დიდ წვლილს შევიტან“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა