ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე - შსს-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მექნება, რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე გამოძიებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მექნება. მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ შსს-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დღეს მოხერხდება.

„მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე, მითხრეს, რომ მათზეც იციან და სხვებიც იციან. მაინტერესებს ეს სხვები ვინ არიან და ველოდები სწრაფ რეაგირებას. ეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ვიღაცამ ამ ბრძოლას ჩამომაშოროს. გამორიცხულია, ვერავინ ამას ვერ ეღირსება!“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა